ხედვა
მენეჯმენტი მიზნად ისახავს, რომ შექმნას დასავლური სტანდარტების მქონე მეცხოველეობის ფერმა, რომელსაც ექნება წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის სრული ჯაჭვი. ამ პროექტის მიზანია უზრუნველყოს ადგილობრივი ბაზარი ნატურალური და მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებით. კომპანია გეგმავს რომ გაზარდოს ამჟამინდელი წარმოების სიმძლავრე და მოიპოვოს თბილისისა და სხვა რეგიონების რძის პროდუქტების ბაზრის მნიშვნელოვანი წილი.
პროექტი
საფუძვლიანი შესწავლის შედეგად CAD–მა რძის წარმოების ბიზნესის განვითარების ბაზად შეარჩია დასავლეთ საქართველოში, სენაკის მახლობლად არსებული მეცხოველეობის ფერმა. ფერმაში დასაქმებულია ამ სფეროში ერთ–ერთი ყველაზე მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, რომელთაც გავლილი აქვთ ჰოლანდიელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის ტრეინინგები. ამასთანავე, სენაკის ფერმა ერთადერთი მოთამაშეა ქართული რძის პროდუქტების ბაზარზე, რომელსაც გააჩნია სრული საწარმოო ჯაჭვი. ფერმას ასევე გააჩნია კარგად განვითარებული სადისტრიბუციო ჯაჭვი, რომელიც ამარაგებს მცირე სუპერმარკეტებს, სასტუმროებს, სპეციალური დანიშნულების სამხედრო ბაზას და დიდი სუპერმარკეტების ქსელს თბილისში.
CAD–ი სენაკის ფერმაში ახორციელებს 3,0 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას, რომლის ძირითადი ნაწილი მოხმარდება „Holstein“–ის ჯიშის ძროხების შესყიდვას, ახალი საწველი სისტების მოწყობას, მიწის დამუშავებას და საქონლის სადგომის აშენებას. განახლებული ფერმა სრულყოფილ ფუნქციონერებას დაიწყებს 2011 წლის დასაწყისში.




