ელ.ფოსტა: mailbox@agrofund.ge eng geo
07.02.12 04:02
სს "კაუკაზუს აგროდეველოფმენთი"
COCOA FUTURE:2286.000 USD/MT COFFEE 'C' FUTURE:134.300 USd/lb. CORN FUTURE:373.250 USd/bu. COTTON NO.2 FUTR:74.910 USd/lb. SOYBEAN FUTURE:954.000 USd/bu. SUGAR #11 (WORLD):26.330 USd/lb. WHEAT FUTURE(CBT):501.250 USd/bu. LIVE CATTLE FUTR:90.775 USd/lb.
 
Forex Exchange Rates
06.02.2012
USD/GEL1.6688
EUR/GEL2.1988
RUB/GEL5.5188
TRY/GEL0.9527
 

სს „კაუკაზუს აგროდეველოფმენთი“

სააქციო საზოგადოება კაუკაზუს აგროდეველოფმენთი(CAD) დაფუძნდა 2008 წლის გაზაფხულზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინვესტიციების განხორცილება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში. CAD–ის მთავარი სტრატეგიული მიზანია გახდეს მოწინავე აგრარული ჰოლდინგი საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი და ნატურალური სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის არსებობის გათვალისწინებით. კომპანია წარმოების ეფექტურობის უზრუნველყოფას აპირებს დიდი ზომის სასოფლოსამეურნეო პროდუქციის მრეწველობის, სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარებისა (მოყვანა, შენახვა, გადამუშავება, მარკეტინგი და რეალიზაცია) და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. CAD–ი საინვესტიციო საქმიანობის ძირითად დარგობრივ მიმართულებებს წარმოადგენენ: რძის პროდუქტების წარმოება, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა, სასათბურე მეურნეობა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

საწყის ეტაპზე, CAD–მა აირჩია რძის წარმოების განვითარება, რაც განაპირობა ქართულ ბაზარზე შექმნილი ნატურალური რძის პროდუქტების დეფიციტმა. საფუძვლიანი შესწავლის შედეგად CAD–მა რძის წარმოების ბიზნესის განვითარების ბაზად შეარჩია დასავლეთ საქართველოში, სენაკის მახლობლად არსებული მეცხოველეობის ფერმა. ფერმის ტერიტორიაზე წარმოებული რძის პროდუქტების რეალიზაცია მოხდება ადგილობრივ ბაზარზე.

CAD–ი იმართება საქართველოში აქტივების მართვის ყველაზე მსხვილი კომპანიის – აბბი ასეტ მენეჯმენტის (ყოფილი გალტ ენდ თაგგარტ ასეტ მენეჯმენტი) მიერ. CAD–ი აპირებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად საჯარო განთავსებას (IPO), რის  შემდეგაც ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდება თავიანთი კაპიტალის განთავსება საქართველოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში.


Webiste created by Tea Kharitonashvili